....

Rob Dougan - Furious Angels with subtitles

შენთვის

მე ასე ადვილად-ვერ..
შენ ასე ადვილად- ნუ..
აიღებ კალამზე ხელს…
რითმები აჩუქე სულს…
მე ასე- ხვეული თმით
სულში ჩაგისახლდე მსურს…
შენს ერთდროს ახალგაზრდულ ფიქრს ჭაღარა შეპარვია,თუ
მხოლოდ დროის თოვლი თოვს…..

ოღონდ ჩუმად ნუ ხარ,ნუ…


თამუნია
16.12.2009
01:00


ქუჩაში ერთხელ...

...დავიღალე.... (სულისეული)...

...მე დავიღალე ჩემი ნაკლოვანებებით და მსურს ამოვავსო ჩემი სული რაღაცა სიუცხოვით....
ვებრძოლო სიკვდილს....
გავექცე სიცოცხლეს....
ალბათ აღმოვჩნდები სიკვდილსა და სიცოცხლის შუა ნაწილში,რომელსაც არ ვიცი,რა შეიძლება დაერქვას....
გავიყინები მისწრაფებების კონტინენტზე...ჩამოვდნები...გავუფერულდები და გავქრები....
შემდეგ აღარ ვიარსებებ....
მინდა სიცოცხლე-ვინატრე მე და დავაშავე...დღევანდელობა მაჯარიმებს წარსულში ქექვით....
ვიხდი საფასურს....
ვაფარებ მას მოგონებების რძისფერ სუდარას......
ფიქრებმა ჩამოყარეს ტკივილებით გამხმარი ყვითელი ფოთლები.....
მალე ალბათ დამიზამთრდება ჩემს ცივ გონებაში..ჩემი სხეული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს....
ირგვლივ სიწმინდე დაისადგურებს....
ველოდები გაზაფხულს..მაგრამ არ ვიცი,როდის გაიყვავილებს ჩემში....
სამოთხის კართან ველოდები მწარე განაჩენს.....
მალე კი ალბათ გავუყვები ჯოჯოხეთის გზას.....
უსასრულობამ გამიძარცვა იმედებით სავსე ნიჟარა და იმედები მასში შთაინთქა.....
მსურს უსასრულობას გამოვექცე იმ კლანჭებიდან....
იმედები კი დავაბინავო ჩემი სხეულის ყველა სივრცის ყველა განედზე....
ამოვავსო იმ მარტოობის ჭუჭრუტანები,რომლებმაც ასე იმრავლ;ეს ჩემში და ასე დამასახიჩრეს...
ჩუმი ბილიკებით გავეშურები უსასრულობისკენ....გზაზე დავტოვებ ჩემს ნაკვალევს...იქნება ვინმე შეუდგეს ამ გზას და ამომიცნოს კიდეც....
უსასრულობის სასრულ წერტილს მინდა მივაგნო...რადგან ვიარსებო....
თორემ ისევ დამიზამთრდება სულში...
დღევანდელობა ისევ დამაჯარიმებს ყვითელი,გაცრეცილი ფიქრებით.....



20.10.04




...

წვიმს,როგორც...

წვიმს,როგორც ჯერ არ აქამომდე...
ფიქრებმა დამღალა ღამეულის...
ისეთი მომინდა მოფერება
მიწას რომ წვიმა ჩამოუვლის....



23.12.2009

18:55

mikvars es xe



mikvars es xe

შემოჩვეულივარ...

თვალები - ხედავს...არ დაანახოთ...
ცხვირი - სუნთქვას ითხოვს...
ხელ-ფეხი - უმოძრაოა...
გული - არ ატკინოთ....

გული გრძნობს...თვალებს ნუ დაანახებთ...თვალდახუჭული ჯობია სიარული....სუნთქვა-საჭიროა,თუმცა შორი...
აღარაფერი ვარ...საკუთარ სევდაში ვიხრჩობი...საკუთარი თავით დავიღალე...(არ მიკვირს რომ თქვენც დაგღალეთ)...
გმადლობთ თქვენ,რომ მატკინეთ-დამაბრუნეთ რეალობაში,თორემ ისედაც მუდამ ცაში მყოფს,უამრავი ფრთები მექნებოდა....
სადღაც მინდა ვიყო...
ვიტყოდი ასე- არა რეალობა,არა ოცნება=არა დედამიწა,არა ზეცა , არამედ რაღაც სხვა....
უსუსური ვარ...ყველაზე პატარა წერტილი......არაფერი არ რჩება ჩემთან,ალბათ იმიტომ რომ არავინ მიტოვებს,რადგან ვერ გავიზარდე და დღესაც სულისმიერი შეგრძნებებია ჩემთვის უძვირფასესი და მინდა ძალიან მძაფრად იყოს დაცული ეს პირობა ჩემს შემოგარენში....(ჩემგან კი დიდ ბავშვად ყოფნას მოითხოვენ ალბათ)....დღევანდელობის მორევი ითრევს ბევრს-ეს სულის ღალატად მიმაჩნია...
მაპატიეთ ჩემი არსებობა...ასე უბრალოდ,ჩათვალეთ,რომ არც არასოდეს მიცოცხლია,წამითაც და უფრო მშვიდად განმაგდებთ თქვენგან....
დღეს ხომ გაადვილებულია ყველაფერი....
ნაბოდვარს ვწერ....ნაწერებით გადაშლილი ვარ თქვენს წინაშე და მკითხულობთ და ამ წამიდან ,დაასწარით ერთმანეთს და მოამზადეთ ყვეელაზე დიდი ზომის ფეხსაცმელი...
შემოჩვეულივარ.....



22 დეკემბერი, 2009

შენ გასხვაფერდი თითქოს...

შენ გასხვაფერდი თითქოს....
თითქოს გეცვალა ფერი....
დღევანდელობა გიპყრობს,
ცხოვრება-მრავალფერი...
თითქოს და გასხვაფერდი...
ფიქრებს მიწეწავს ქარი....
დრო -შენ.. და შენც არ ინდობ...
ჭაობს შეუღე კარი...
შენს ნაპირს მე ვერ ვწვდები,
გვერდით ხომ ბევრი ხეა...
სიცოცხლის გჯობნის ჟინი...
აღარ ვარ,შენში,ნეტავ?!....
ქაოსში კარგავ შენს თავს...
სულ სხვა სიმებზე უკრავ...
ალბათ დაღალა სული
ჩემმა სულელმა სულმა....
ასე არ იყო ადრე...
დრო მოგერია ალბათ-
-მწყინს..... თქმასაც არ აქვს აზრი
შენ,მაინც ჩემში დგახარ...
ეს,
შენ გადამისხვაფერდი....


7.12.09.

soveli...



ნოემბერი, 2009 წ.

.... .... ......

რაღაც უცხო ზმანებით რძისფერ უფსკრულს ვემთხვიე...
რეალობის მორევში ღრმადაც ჩავიძირები...
მე დღეს გარდავიცვალე - ადამიანებისგან
და მოთეთრო მე ფრთებით ვეღარ დაგიბრუნდებით...
მინდა ჩუმი ქუჩები...(სუნთქვაც რომ არ დავკარგო)
სრული უჩინარობა,უკვე შავ-ბნელ მხარეში..
ოცნებებით ფარფატმა თითქმის ბოლო მომიღო...
უნდა გავასხვაფერო,ალბათ,გული თავხედი...
იცი,ჩემო ძვირფასო,გრძნობა როგორ ამტკივდა?!.
თითქოს ყველას სახეზე მონაცრისფრო ბინდი აქვს...
უადამიანობით,დღეს, კენჭებიც დაიმსხვრა..
ღმერთო,იქნებ შენ მითხრა,სად ვიპოვო ნათელი....
დღევანდელმა ქარებმა ჩემი ფრთები დაგლიჯეს...
უკვე ვფიქრობ გაფრენას...სადმე,უცხო მხარეში...
ვიღიმი და...ვინ იცის,გულში რა ავდარია...
უსირცხვილოდ მიყურებს რეალობა თვალებში...
ერთადერთი იმედიც,შორეთიდან მიღიმის...
სხვა რა უნდა ვიწამო,როცა მარტოსულად ვარ...
სუნთქვა უკვე წამერთვა...ჰაერიც გაიბნა...
ეხლა რაღა გაუძლებს დღეებს,ჩემზე დაგეშილს...
უიმედო ქარებით მუდმივ უფსკრულს ვემთხვიე...
რეალობამ გამტეხა,აღარ ვივლი ოცნებით...
ღმერთო,იქნებ დამიხსნა,მწარე განაჩენისგან..
უკვე გარდაცვლილი ვარ-უადამიანობით....

es foto mikvars..camdee:)



2009 წ. ზაფხული.
...

* * *

სადღაც მივდივარ...გზებია ბევრი...
სიარულს ვსწავლობ ბავშვობის მერე...
მივდივარ,მაგრამ უკან ვბრუნდები...
ჩემს თბილისს კარგად ვერ მოვეფერე...
უცხო ფერია ახლა მიდამო...
სულში ბინდდება...იდარებს მერე....
ღვთის სახლში შევალ...ვიცი,მელიან...
თბილი ხმებია და დავისვენებ...



18.02.08
(გერმ.)

მიყვარს ეს ფოტო, სიმშვიდე იგრძნობა :) ...



(წამი.. გაჩერებული ვენეციაში, 2008 წ. ზაფხული)

* * * ( დღეს ვარსკვლავია ერთი... )

დღეს ვარსკვლავია ერთი...
თითქოს სულს რაღაც აკლია.....
მოდის.... გროვდება ჩემში....
ვერხვის ფოთოლთა არშია.-.......
დღეს დღეებია ვრცელი.......
და დღე წარსულთან ვალშია.......
მოდის გოდებით ღმერთი
სახეზე სევდა ატყვია........
სივრცეებს წვდება მნათე.............
ღამეს ფერები აკლია.......
მოდის და.... ქრება მერე.....
იმედის ლურჯი არშია........


EDEN

სულის თოვლს მითოვს ზეცა...
ფიფქებია სულისეული... ფიქრები... შეგრძნებები...
ფერმკრთალია შემოგარენი...
უარაფრო და ცივი...ჯმუხი...ამაყი...
ბოლო დროს შეგრძნება მაქვს მალე გაფრენის...დიდი ხანია, ავბედით დავლილ სიკვდილს, სურს დაშრიტოს ჩემს სხეულში სიცოცხლის ბწკარი...
ფიქრობ, ვუშინდები მიმქრალ ავბედობას?!.
დაე, დამილიოს სისხლი სხეულებში... გამომიცამტვეროს გვემით სისხლძარღვები...
შემოჩვეულივარ...
სწორედ ასე იქცევიან სიცოცხლის ნაბიჯით მოსიარულენიც...
…. . .. . . . .. . .. . . . . .. . . . .. . . .. .. . . .. . . … . . . . . .. .. . . . .
სულს დაუზამთრდა...
უკვე ჩაუარა შემოდგომის ცისფერ-ქარიანმა სიზმრებმა...
…… . . .. . . .. .. . . . .. . . . . .. . . . . . .. . . . . .. . . .. . .. .. . . . . .
მედავებიან და...
მაინც ვიმეორებ:
სიცოცხლე ერთჯერადია...
სიცოცხლის მარიონეტები კი, გამუდმებით თამაშობენ, რომ მიიღონ როლი ცხოვრებისგან შემოთავაზებულ სპექტაკლზე...
.. . . .. . . . . .. . . . . . .. . .. . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . .. . .. ..
გაფრთხილდით სულზე სიცოცხლის დ(ნ)აბიჯებით...
. . . . . . . .. . . … . . . .. . . . . . . . . . . . .. . . . . . . . .. . . . . . . . . . . .
ფიქრებია სითეთრეზე... ლურჯ სერებზე... უსივრცო სივრცის ტრფიალზე...
….. .. . . . . . . . .. . .. . . .. . . . . . . . . . . . . .. . . . . . . .. . . . . . .. . .. .
სიჩუმეს ვეგებები...
სანატრელია მისი უხვი, ჩუმი მჩქეფარება...

ვფერმკრთალდები...
ვუფერულდები...

(არ გამაფერადოთ)...:)

18.12.2008

* * *

ეხლა ზუგ_ში (მატარებელში) ვარ.... მანძილებს ვპარავ..... რა უსუსური სიხარულია, არა, უფალო?!...


................................................................
ეს რახუნი კი, საცოდავი კარი რომ იტანს, სიჩქარის სიმძლავრისგან გამოწვეული, ცოტათი მღლის...... თუმცა.... მაინც ვზივარ კართან, კუთხეში.... ფეხმოუცვლელი.......
უნდა გავუძლო....
თუმცა.... სივრცეების შეგრძნება თავისკენ მიტაცებს და.... მავიწყებს ხმაურს.....
აქ არავინაა..... მარტო ვზივარ... დაღლას ვგრძნობ ადამიანებისგან და....
ეხლა მარტო ჯობია.....
თავს გამოვცდი, შემიძლია თუ არა სივრცების დაპყრობა....
სასაცილო ვარ, არა?!......
ტრანსპორტით ვცდილობ სივრცის ქონას.......
მარტო რას გავაწყობდი ნეტავ მანძილს უსივრცოს'?!.....
ეს არის ჩემი სიძლიერე?!:.... თუმცა კარგია.... სულ წამით მაახლოებს მაინც მასთან...... მერე კი.... ალბად სხვა გზას ვიპოვნი მისი დაპყრობის......
ეხლა მივქრივარ..... მზისგან განათებულია მინდვრები.... რომელსაც სიჩქარისგან ჩაქროლვილი მატარებლის ჩრდილი ფარავს ზოლებად....
ცხოვრებაც ხომ ასეა..... მიდიხარ.... ცოცხლობ.... ახალს ეზიარები.... განვლილი კი, ცხოვრებისა _ ჩრდილია მხოლოდ..... მიქრის _ გრძელდება.... ჩერდება და _ ადამიანის სუნთქვაც წყდება ერთ დღეს.... ზოგისთვის ადრე.... ზოგისთვის კი....
უფლის ნებაა ყველაფერი........
უცნაურია სიცოცხლე.... თუნდაც იმიტომ რომ ასეთი უბრალო გაიგივებით შეგიძლია დაინახო, როგორია ის........
სიცოცხლე ერთჯერადია.....
..................................................................
ეხლა..... გაჩერდა ჩემი ზუგ_ი (მატარებელი) .... არა... .დროებით მხოლოდ.....
კარგი წყვილი დგას სადგურზე, ამ შუშების მიღმა.... ბიჭმა სულ წამით გამოხედა შუშას..... გოგონამ შეამჩნია და.... ძალიან.... ძალიან ჩაეხუტა.....
რა სულელია არა ის გოგო, უფალო?!.......
იეჭვიანა........
ამით ხომ მხოლოდ ის დამანახა, რომ ის მასში დარწმუნებული არ არის.....
და სიყვარულში, სადაც ეჭვია, სიყვარული ხომ აღარ ქვია, უფალო?!......
და მაშინ..... ერთად რაღა ამყოფებთ ნეტავი...
ვეღარ ვისწავლე, რომ ეს ჩვეულებად იქცა..... ვეგარ ვისწავლე, რომ არ დავიღალო სხვებზე ფიქრით..... ისინიც ხომ ასე არიან...... თუმცა... არ მინდა მათი დამსგავსება....
ვერ შევძლებ....
............................................................
აი.... ეს ვარ მხოლოდ.... ცარიელი ფიქრები..... სიტყვები..... ამას შეიცავს ჩემი სხეული......
რა საჭიროა..... ვიღაცას ვღლი ალბად ჩემით... მაგრამ არ მინდა..... არ დაიღალოთ..... აღარ მისმინოთ... ჩემთვის ისიც ბევრია, რომ უფალს ვღლი........
................................................................
ეხლა მალე ჩავალ..... წუთები დარჩა და..... გაჩერდება.... ისევ უმანძილობა იქნება.... უსივცრობა.....
არა.... დროებით მხოლოდ........

..................................................................

06.06.08

დე!...


წუხელ მესიზმრე...
და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი...
ახლოს იყავი ჩემთან...იმდენად ახლოს,რომ ცხადი მეგონა...და დავმშვიდდი...
ისეთივე ღიმილიანი იყავი და ისეთივე მზრუნველი...
ნეტავ,ხშირად მესტუმრო ხოლმე სიზმარში,რომ სული დამიმშვიდო...
და მონატრებას რომ ჩამოაკლდეს ასე ხშირად თითო მისხალი,ამ დღეებს როგორმე გადავიტანდი....
ზამთრის დილამ მაინც თავისი გაიტანა და გამომაღვიძა...
მე შენზე ფიქრით დავიწყე დილა---
დე!...



29.12.2007
გერმანია

მიძღვნა...

ცვრიანია დედამიწა...შეიძლება წაიქცე კიდეც მასზე გავლისას...
წამოგაყენებენ?!.ფუჭი მოლოდინია...თვითონ ეცადე...
შორიახლოს კი,იქნებ გაიგო კიდეც სიცილის ექო...
ყური არ უგდო...
გზები დანამე მყარი ნაბიჯით...არასდროს მიეცე უიმედობას...
შენ შენი ცხოვრებით იცხოვრე...
თუმცა...ბობოქარია შენი სული...სწორედაც,რომ ვერ ეგუება უწმინდურობას...
იცი?!.ყველა მაინც თავისი გზით ივლის...ძველი ცხოვრების წესით...
არ შეიცვლებიან...
შენ შენეული ნაბიჯებით დაადექი გოლგოთას...
დააფინე სული...
უეჭველად დაგინახავენ...მიგიღებენ....
ლურჯ ფრინველად დაგვესახე...დაფიქრდებიან სულისეულ სიღრმეზე...
სიცისფრეზე....
ლურჯ ფრინველზე...
თითქოს უსულო(დ) ხარ....
გთხოვ...არ გაყვე დღევანდელობას....
დაუბრუნდი - პოეტური სულით სუნთქვას.....

პოეზია---სული შენი,არასოდეს დათმო....


26 დეკემბერი, 2008

უსათაურო....

თოვლმა მომიტანა მიმქრალი სურნელი...
მთვარეც,ღამეული,ჩემი ცვარ-ცრემლია...
ქუჩაში მიმოქრიან უცხო სხეულები...
ეს ალბად სიცისფრის ბრმა ანარეკლია.....
ღამე წაბორძიკდა დილის გზა-ტ-კეცილზე...
ლოდებზე თავმოკლული თეთრი ვერხვებია...
აისებს ჩამოერქვათ ჩვეული -"მოცისფერო"...
დღითიდღე ჩემი სულის ყრუ გარიჟრაჟია...
ფიქრით დავაშენებ მთვარის საფეხურებს...
ღამე სულის სარკის ჩუმი ბწკარედია....
თეთრო ანგელოზო,ხელი შემაშველე...
თორემ დედამიწას ბევრი ბზარები აქვს....
ნაზი სიმფონიის წვიმებს აღარ ვისმენ...
ცხოვრება,უარაფრო,ფერებნარევია....
მინდა სივრცისაგან თვალები გადავმალო....
ფიფქები ცისფერი ცის თეთრი ხელებია....
ღამის საუფლოდან მთვარე გამოვხიზნე...
მიწა უკვე ზეცის მომცრო საფერფლეა....
სულის ანგელოზო,ვეღარ განგერიდე....
რადგან დედამიწა ერთი ბწკარედია....


19 დეკემბერი, 2008

არა....არ ჩამხედო თვალებში.......



არა......
არ ჩამხედო თვალებში.......
იქ სევდაა....
მხოლოდ სევდა........
შენ კი.......
ისე ცდილობ სულში შემოღწევას........
შენი მზერა მათ ფიტავს.....
ანადგურებს........
რადგან
მზერა ყალბია.....
დროებითია.......

არა.....
არ მესაუბრო თვალებით........
იცი მათი ხმა როგორი შორია.......
შორი და.....გაუგებარი.......

არც მასმენინო თვალებით.......
ის ჟღერადი არ არის ჩემთვის.............
არა....არ ჩამხედო თვალებში...........
მის სიცისფრეში იმედის სიცისფრეს ეძებ............
სიღრმეს........
სიმტკიცეს........

არა.......
არ ეცადო ჩაწვდომას..........
იქ უარაფრობაა და....როდესაც ამას აღმოაჩენ.......
შემდეგ მე უფრო მეტკინება............

სჯობს არ ირწმუნო სიცისფრის ჭეშმარიტება.........

არა......არც იფიქრო შენის დადუმებას........
შენ ხომ სიცოცხლეს ეტრფი......
უღიმი........
ჩემი თვალები კი_
უსიცოცხლოა........

ნახე?!.....
დაინახე.....რამდენია სიცოცხლე კიდევ ირგვლივ......
ჩემში კი.....
გროვაა სევდის მხოლოდ............
.....................................................................................................
არა.....არ ეცადო მათ ახელას..........
მათში ხომ ნათელი არ არის....
გთხოვ........
დღეს არ ჩამხედო თვალებში........
აღარც ხვალ.......
ზეგ.......

გავუფერულდები.....
გავქრები.......


4 ივნისი, 2008

წვიმაა......


ეხლა წვიმაა....
ეხლა სიმშვიდეა.....
წვიმის ხმას მინდა ვუსმინო და დარაბები გავაღე....
უცნაური სიცივე შემომეფეთა........
მას სურს,რომ დამიპყროს და მისად მაქციოს...
ვერ ვაღწევ მის ქედმაღლობას თავს......
თუმცა...
მე თბილი ვარ.....
თუმცა......
მე ჯერ თბილი ვარ...
თუმცა....
მე ჯერ....
თუმცა....
...............................................................................
უკვე გავიყინე.....
სიცივემ დამიპყრო.....და თავის მარიონეტად მაქცია....
....................................................................
....................................................................
....................................................................
თუმცა.....
ეხლა.......
სიშორეზე....
ცისფერ შუქს ვხედავ....
და ვდნები......
ჩემთან სითბოა....
ჩემთან ცისფერი სხივია......



2007.12.15

დროების წამი...

გაიბუტება დროების წამი,
წუთები აზრებს უაზროდ ცვლიან...
რა გელოდება არ იცის არვინ,
ეს ცხოვრება ხომ მოლოდინია...

ამიტირდება ტირიფის ტოტი,
ჩემს მომავალს კი წარსული იხმობს...
და ცხოვრებისგან შექმნილ ქაოსში
იცი,რომ არვინ გზას არ დაგითმობს...

მიდიხარ მარტო...ხეტიალს იწყებ...
ფიქრებიც აღარ გენდობა თითქოს...
მიქრიან სადღაც,ქარის კვალდაკვალ...
ვიღაცისაგან შენდობას ითხოვ...

ამ სიჩუმეში არავინ არის...
მარტოსულობა მეფობას ცდილობს...
ამ მონატრებას თუ გავექეცი,
შენთან მოვალ და მწამს რომ შემინდობ....

............................................................................


24.05.03

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . .

_ იქნებ მომისმინო...
_გისმენ ყურადღებით...
_მხოლოდ სიტყვებს გეტყვი წამიანს...
_ნეტავ საჭიროა?!.
_ალბათ ასეც არის...დღეს ხომ გიჟმაჟი მარტია...
_მარტი?ჩვენი მარტი?
_ჩვენი,მხოლოდ ჩვენი...
გახსოვს მასში რაც გვინატრია...
_მხოლოდ ეს გინდოდა?ნუთუ მარტო მარტი...
მგონი საუკუნეც გავიდა...
_ია მოგიტანე...
ციცქნა...ლურჯთვალება...
ჩემი სიყვარულის ბაღიდან...


8.02.07.

სიჩუმე_ჩემი სულის ნავსაყუდელი....

.......................................

ირგვლივ სიჩუმე...სიწყნარეა...
მხოლოდ მუსიკის ჰანგები ხმაურობენ ჩემს ირგვლივ...ეს ხომ ჩემი სტიქიაა...
მიყვარს სიჩუმე...ყველაფერი ჩუმი ჩემი ნაწილია...
სიჩუმე_ჩემი სულის...
გარშემო არაფერია,სიჩუმის გარდა...ფიქრები,მოგონებები და მუსიკის ჰანგები ყოველთვის იკრიბებიან ჩემს ირგვლივ...
სიჩუმე_ჩემი სულის ნავსაყუდელი...
ასე მისდევენ დღეები დღეებს...წუთები_წუთებს...წამები...
სიჩუმე უცვლელია...
მუსიკის ჰანგები....(ანდრია ბოჩელის)ის ამღერებს ჩემს სიჩუმეს და ალბათ ამიტომ მესმენინება...
მიყვარს ყველაფერი ის,რაც ჩემს სულთან ახლოა...
ყველაფერი ჩუმი...ნაზი...სათუთი...
ზოგნი კი ისე აბიჯებენ ამ ყველაფერს,არც კი ფიქრდებიან...სასაცილოა არა?სასაცილოა ის,რომ დღეს ადამიანობა იკარგება...
სულის სიმშვიდეს არავინ უყურებს...
და აი,მიიწურა მესამე სიმღერა ჩუმად,როგორც მე მიყვარს,ჩემი სული რომ არ აეფორიაქებინა და დაიწყო ყველაზე საყვარელი სიმღერა...
თან ხმაურით,თან_სიჩუმით...
სიჩუმის ხმაურით...


სიჩუმე_ჩემი სულის ნავსაყუდელი.........



11.02.07.

* * * (მოდი და...)

მოდი და...
ღამეს გავარიჟრაჟებ,
და დაიწყებენ რეკვას ზარები...
მოდი და...
გთხოვ ნუ დაიგვიანებ!!!
მოდი ზმანებით!!!
გააპრილდება ჩემთვის ყოველი
და დაიწყება ის დღე თავიდან...
გამახსენდება ჩვენი შეხვედრა,
ჯერარშემდგარი პაემანიდან....
მოდი და...
შევხვდეთ ბობოქარ გრძნობებს,
ალმოდებული გრძნობის ნათებით...
თუნდაც ლოცვით და,
თუნდაც ვედრებით,
თუნდ არარსებულ ათინათებით...
მოდი და...
ზამთრის პირქუში ღამე
გამითენდება მაინც აპრილად...
მოდი და...
ვნახოთ თუ მიმატოვებ...
მოდი თავიდან!!!
მაგრამ შეცდომა ჩემი ის არის...
ჩუმი აპრილის ჩუმი ზღაპრიდან,
ვიცი,არ მოხვალ,მაინც არ ვტყდები...
მეიმედები
მაინც თავიდან......
....................................

მოდი და... ?!.



31.01.07

ათოვს თეთრ ბაღებს.....

ათოვს თეთრ ბაღებს...
და ფიფქები ერწყმის ჩემს სხეულს...
არავის ვართმევ,ფიქრებისგან გადაღლილ ფიფქებს......
მინდა ვიარო...უსასრულოდ...როგორც ეს გრძნეულს...
და გადარეულს არავისთან ყოფნა აღარ მსურს.......
აღარავინ მყავს,რომ მათხოვოს თეთრი სუდარა...
რომ მაპოვნინოს ჭეშმარიტი ჩემი სამოთხე.....
გარეთ კი მესმის ფანტელების ჩუმი მუდარა...
მე ხომ ეს თეთრი ფანტელები შენთვის დავვოთხე......
მალე ზამთარიც მომიკეტავს დაფიფქულ კარებს...
ვერ შევიცვალე...
აღარავის შენდობას ვითხოვ.....
დავრჩები ასე უფიფქებოდ,უშენოდ გარეთ...
არ შეგედარე...
რადგან ჯერაც ბავშვი ხარ თვითონ....
ათოვს თეთრ ბაღებს...
მე ისევ აქ ვარ...შენ დამეკარგე....
მოგძებნი სადმე...
თუ გიპოვე ფიფქების ზღვაში,
მე გადაგარჩენ...
არ დაგტოვებ რძისფერ უფსკრულში...
და თეთრ ნაპირზე დაგელოდები
თოვაშიც...ქარშიც...........
ველი გაზაფხულს...
მალე ზამთარს გავუშვებ ხელებს...
არ შევაჩერებ...
როგორც უნდა,იმ გზით იაროს.........

...............................

დავრჩები ასე უფიფქებოდ...ასე უზამთროდ.....
ათოვს თეთრ ბაღებს...
ჩემი სულის უკვდავ სამოთხეს.......




2004 წ...

უსათაურო............

სიკვდილის სუნი მომდის...
სურნელი თეთრი ვარდის...
უეცრად შემაშინე და
მომიმატე დარდი...
მე,სიყვარულით დაღლილს,
საბანს მომახვევს მთვარე...
მიმეძინება იქვე,
ძილს შენს სიზმრებში გავლევ....
დაველოდები მაინც რიჟრაჟის,
ცისკრის ზარებს...
ისევ ვიქნებით ერთად მე,
შენ და სავსე მთვარე.......
ახალი დღე დაიწყო,
ამ დღეს თან მოჰყვა ღამე...
რაღაც სიბნელე მიპყრობს,
ირგვლივ ვაცეცებ თვალებს...
უკუნი ღამე დადგა,
ისევ ფიქრებით ბნელი...
სადღაც ნამგალა მთვარე,
კვლავ სიყვარულზე მღერის...
უმოძრაობამ სძლია,
დანისლულ ცისფერ თვალებს,
იმდენად ტკივილს გავდი,
უეცრად შემეშალე...
მთვარე გამითბობს სხეულს,
ღამე შემმოსავს შავით...
გასეირნება შორეთს
ამ სიყვარულის ნავით...
ისევ ფიქრები მიპყრობს,
მოგონებების ზღვაში....
წვიმა...ვარდები...მთვარე...
რაღაცა ჩემი მსგავსი...........

2007.01.28

....ჩემეული....

მიყვარს წყვდიადი...ღამის სიჩუმე...
შენთვის ვცოცხლობ და შენად მიგულე...

მხიბლავს რიჟრაჟი,შემოღამებაც
და ნაზ_გრძნობების დადუღაბება...

მინდა ყველასგან უბრალოება...
ასე უბრალოდ_შენთვის ცხოვრება...

თუკი დავლაშქრე ეს არტახები,
სულში მალულად ჩაგეხატები...

იღვენთებიან დროის სანთლები...
შენ მზის სხივებად ათინათდები...



2007 წ.