დე!...


წუხელ მესიზმრე...
და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი...
ახლოს იყავი ჩემთან...იმდენად ახლოს,რომ ცხადი მეგონა...და დავმშვიდდი...
ისეთივე ღიმილიანი იყავი და ისეთივე მზრუნველი...
ნეტავ,ხშირად მესტუმრო ხოლმე სიზმარში,რომ სული დამიმშვიდო...
და მონატრებას რომ ჩამოაკლდეს ასე ხშირად თითო მისხალი,ამ დღეებს როგორმე გადავიტანდი....
ზამთრის დილამ მაინც თავისი გაიტანა და გამომაღვიძა...
მე შენზე ფიქრით დავიწყე დილა---
დე!...



29.12.2007
გერმანია

მიძღვნა...

ცვრიანია დედამიწა...შეიძლება წაიქცე კიდეც მასზე გავლისას...
წამოგაყენებენ?!.ფუჭი მოლოდინია...თვითონ ეცადე...
შორიახლოს კი,იქნებ გაიგო კიდეც სიცილის ექო...
ყური არ უგდო...
გზები დანამე მყარი ნაბიჯით...არასდროს მიეცე უიმედობას...
შენ შენი ცხოვრებით იცხოვრე...
თუმცა...ბობოქარია შენი სული...სწორედაც,რომ ვერ ეგუება უწმინდურობას...
იცი?!.ყველა მაინც თავისი გზით ივლის...ძველი ცხოვრების წესით...
არ შეიცვლებიან...
შენ შენეული ნაბიჯებით დაადექი გოლგოთას...
დააფინე სული...
უეჭველად დაგინახავენ...მიგიღებენ....
ლურჯ ფრინველად დაგვესახე...დაფიქრდებიან სულისეულ სიღრმეზე...
სიცისფრეზე....
ლურჯ ფრინველზე...
თითქოს უსულო(დ) ხარ....
გთხოვ...არ გაყვე დღევანდელობას....
დაუბრუნდი - პოეტური სულით სუნთქვას.....

პოეზია---სული შენი,არასოდეს დათმო....


26 დეკემბერი, 2008

უსათაურო....

თოვლმა მომიტანა მიმქრალი სურნელი...
მთვარეც,ღამეული,ჩემი ცვარ-ცრემლია...
ქუჩაში მიმოქრიან უცხო სხეულები...
ეს ალბად სიცისფრის ბრმა ანარეკლია.....
ღამე წაბორძიკდა დილის გზა-ტ-კეცილზე...
ლოდებზე თავმოკლული თეთრი ვერხვებია...
აისებს ჩამოერქვათ ჩვეული -"მოცისფერო"...
დღითიდღე ჩემი სულის ყრუ გარიჟრაჟია...
ფიქრით დავაშენებ მთვარის საფეხურებს...
ღამე სულის სარკის ჩუმი ბწკარედია....
თეთრო ანგელოზო,ხელი შემაშველე...
თორემ დედამიწას ბევრი ბზარები აქვს....
ნაზი სიმფონიის წვიმებს აღარ ვისმენ...
ცხოვრება,უარაფრო,ფერებნარევია....
მინდა სივრცისაგან თვალები გადავმალო....
ფიფქები ცისფერი ცის თეთრი ხელებია....
ღამის საუფლოდან მთვარე გამოვხიზნე...
მიწა უკვე ზეცის მომცრო საფერფლეა....
სულის ანგელოზო,ვეღარ განგერიდე....
რადგან დედამიწა ერთი ბწკარედია....


19 დეკემბერი, 2008

არა....არ ჩამხედო თვალებში.......



არა......
არ ჩამხედო თვალებში.......
იქ სევდაა....
მხოლოდ სევდა........
შენ კი.......
ისე ცდილობ სულში შემოღწევას........
შენი მზერა მათ ფიტავს.....
ანადგურებს........
რადგან
მზერა ყალბია.....
დროებითია.......

არა.....
არ მესაუბრო თვალებით........
იცი მათი ხმა როგორი შორია.......
შორი და.....გაუგებარი.......

არც მასმენინო თვალებით.......
ის ჟღერადი არ არის ჩემთვის.............
არა....არ ჩამხედო თვალებში...........
მის სიცისფრეში იმედის სიცისფრეს ეძებ............
სიღრმეს........
სიმტკიცეს........

არა.......
არ ეცადო ჩაწვდომას..........
იქ უარაფრობაა და....როდესაც ამას აღმოაჩენ.......
შემდეგ მე უფრო მეტკინება............

სჯობს არ ირწმუნო სიცისფრის ჭეშმარიტება.........

არა......არც იფიქრო შენის დადუმებას........
შენ ხომ სიცოცხლეს ეტრფი......
უღიმი........
ჩემი თვალები კი_
უსიცოცხლოა........

ნახე?!.....
დაინახე.....რამდენია სიცოცხლე კიდევ ირგვლივ......
ჩემში კი.....
გროვაა სევდის მხოლოდ............
.....................................................................................................
არა.....არ ეცადო მათ ახელას..........
მათში ხომ ნათელი არ არის....
გთხოვ........
დღეს არ ჩამხედო თვალებში........
აღარც ხვალ.......
ზეგ.......

გავუფერულდები.....
გავქრები.......


4 ივნისი, 2008

წვიმაა......


ეხლა წვიმაა....
ეხლა სიმშვიდეა.....
წვიმის ხმას მინდა ვუსმინო და დარაბები გავაღე....
უცნაური სიცივე შემომეფეთა........
მას სურს,რომ დამიპყროს და მისად მაქციოს...
ვერ ვაღწევ მის ქედმაღლობას თავს......
თუმცა...
მე თბილი ვარ.....
თუმცა......
მე ჯერ თბილი ვარ...
თუმცა....
მე ჯერ....
თუმცა....
...............................................................................
უკვე გავიყინე.....
სიცივემ დამიპყრო.....და თავის მარიონეტად მაქცია....
....................................................................
....................................................................
....................................................................
თუმცა.....
ეხლა.......
სიშორეზე....
ცისფერ შუქს ვხედავ....
და ვდნები......
ჩემთან სითბოა....
ჩემთან ცისფერი სხივია......



2007.12.15

დროების წამი...

გაიბუტება დროების წამი,
წუთები აზრებს უაზროდ ცვლიან...
რა გელოდება არ იცის არვინ,
ეს ცხოვრება ხომ მოლოდინია...

ამიტირდება ტირიფის ტოტი,
ჩემს მომავალს კი წარსული იხმობს...
და ცხოვრებისგან შექმნილ ქაოსში
იცი,რომ არვინ გზას არ დაგითმობს...

მიდიხარ მარტო...ხეტიალს იწყებ...
ფიქრებიც აღარ გენდობა თითქოს...
მიქრიან სადღაც,ქარის კვალდაკვალ...
ვიღაცისაგან შენდობას ითხოვ...

ამ სიჩუმეში არავინ არის...
მარტოსულობა მეფობას ცდილობს...
ამ მონატრებას თუ გავექეცი,
შენთან მოვალ და მწამს რომ შემინდობ....

............................................................................


24.05.03

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ . . .

_ იქნებ მომისმინო...
_გისმენ ყურადღებით...
_მხოლოდ სიტყვებს გეტყვი წამიანს...
_ნეტავ საჭიროა?!.
_ალბათ ასეც არის...დღეს ხომ გიჟმაჟი მარტია...
_მარტი?ჩვენი მარტი?
_ჩვენი,მხოლოდ ჩვენი...
გახსოვს მასში რაც გვინატრია...
_მხოლოდ ეს გინდოდა?ნუთუ მარტო მარტი...
მგონი საუკუნეც გავიდა...
_ია მოგიტანე...
ციცქნა...ლურჯთვალება...
ჩემი სიყვარულის ბაღიდან...


8.02.07.

სიჩუმე_ჩემი სულის ნავსაყუდელი....

.......................................

ირგვლივ სიჩუმე...სიწყნარეა...
მხოლოდ მუსიკის ჰანგები ხმაურობენ ჩემს ირგვლივ...ეს ხომ ჩემი სტიქიაა...
მიყვარს სიჩუმე...ყველაფერი ჩუმი ჩემი ნაწილია...
სიჩუმე_ჩემი სულის...
გარშემო არაფერია,სიჩუმის გარდა...ფიქრები,მოგონებები და მუსიკის ჰანგები ყოველთვის იკრიბებიან ჩემს ირგვლივ...
სიჩუმე_ჩემი სულის ნავსაყუდელი...
ასე მისდევენ დღეები დღეებს...წუთები_წუთებს...წამები...
სიჩუმე უცვლელია...
მუსიკის ჰანგები....(ანდრია ბოჩელის)ის ამღერებს ჩემს სიჩუმეს და ალბათ ამიტომ მესმენინება...
მიყვარს ყველაფერი ის,რაც ჩემს სულთან ახლოა...
ყველაფერი ჩუმი...ნაზი...სათუთი...
ზოგნი კი ისე აბიჯებენ ამ ყველაფერს,არც კი ფიქრდებიან...სასაცილოა არა?სასაცილოა ის,რომ დღეს ადამიანობა იკარგება...
სულის სიმშვიდეს არავინ უყურებს...
და აი,მიიწურა მესამე სიმღერა ჩუმად,როგორც მე მიყვარს,ჩემი სული რომ არ აეფორიაქებინა და დაიწყო ყველაზე საყვარელი სიმღერა...
თან ხმაურით,თან_სიჩუმით...
სიჩუმის ხმაურით...


სიჩუმე_ჩემი სულის ნავსაყუდელი.........



11.02.07.

* * * (მოდი და...)

მოდი და...
ღამეს გავარიჟრაჟებ,
და დაიწყებენ რეკვას ზარები...
მოდი და...
გთხოვ ნუ დაიგვიანებ!!!
მოდი ზმანებით!!!
გააპრილდება ჩემთვის ყოველი
და დაიწყება ის დღე თავიდან...
გამახსენდება ჩვენი შეხვედრა,
ჯერარშემდგარი პაემანიდან....
მოდი და...
შევხვდეთ ბობოქარ გრძნობებს,
ალმოდებული გრძნობის ნათებით...
თუნდაც ლოცვით და,
თუნდაც ვედრებით,
თუნდ არარსებულ ათინათებით...
მოდი და...
ზამთრის პირქუში ღამე
გამითენდება მაინც აპრილად...
მოდი და...
ვნახოთ თუ მიმატოვებ...
მოდი თავიდან!!!
მაგრამ შეცდომა ჩემი ის არის...
ჩუმი აპრილის ჩუმი ზღაპრიდან,
ვიცი,არ მოხვალ,მაინც არ ვტყდები...
მეიმედები
მაინც თავიდან......
....................................

მოდი და... ?!.



31.01.07

ათოვს თეთრ ბაღებს.....

ათოვს თეთრ ბაღებს...
და ფიფქები ერწყმის ჩემს სხეულს...
არავის ვართმევ,ფიქრებისგან გადაღლილ ფიფქებს......
მინდა ვიარო...უსასრულოდ...როგორც ეს გრძნეულს...
და გადარეულს არავისთან ყოფნა აღარ მსურს.......
აღარავინ მყავს,რომ მათხოვოს თეთრი სუდარა...
რომ მაპოვნინოს ჭეშმარიტი ჩემი სამოთხე.....
გარეთ კი მესმის ფანტელების ჩუმი მუდარა...
მე ხომ ეს თეთრი ფანტელები შენთვის დავვოთხე......
მალე ზამთარიც მომიკეტავს დაფიფქულ კარებს...
ვერ შევიცვალე...
აღარავის შენდობას ვითხოვ.....
დავრჩები ასე უფიფქებოდ,უშენოდ გარეთ...
არ შეგედარე...
რადგან ჯერაც ბავშვი ხარ თვითონ....
ათოვს თეთრ ბაღებს...
მე ისევ აქ ვარ...შენ დამეკარგე....
მოგძებნი სადმე...
თუ გიპოვე ფიფქების ზღვაში,
მე გადაგარჩენ...
არ დაგტოვებ რძისფერ უფსკრულში...
და თეთრ ნაპირზე დაგელოდები
თოვაშიც...ქარშიც...........
ველი გაზაფხულს...
მალე ზამთარს გავუშვებ ხელებს...
არ შევაჩერებ...
როგორც უნდა,იმ გზით იაროს.........

...............................

დავრჩები ასე უფიფქებოდ...ასე უზამთროდ.....
ათოვს თეთრ ბაღებს...
ჩემი სულის უკვდავ სამოთხეს.......




2004 წ...

უსათაურო............

სიკვდილის სუნი მომდის...
სურნელი თეთრი ვარდის...
უეცრად შემაშინე და
მომიმატე დარდი...
მე,სიყვარულით დაღლილს,
საბანს მომახვევს მთვარე...
მიმეძინება იქვე,
ძილს შენს სიზმრებში გავლევ....
დაველოდები მაინც რიჟრაჟის,
ცისკრის ზარებს...
ისევ ვიქნებით ერთად მე,
შენ და სავსე მთვარე.......
ახალი დღე დაიწყო,
ამ დღეს თან მოჰყვა ღამე...
რაღაც სიბნელე მიპყრობს,
ირგვლივ ვაცეცებ თვალებს...
უკუნი ღამე დადგა,
ისევ ფიქრებით ბნელი...
სადღაც ნამგალა მთვარე,
კვლავ სიყვარულზე მღერის...
უმოძრაობამ სძლია,
დანისლულ ცისფერ თვალებს,
იმდენად ტკივილს გავდი,
უეცრად შემეშალე...
მთვარე გამითბობს სხეულს,
ღამე შემმოსავს შავით...
გასეირნება შორეთს
ამ სიყვარულის ნავით...
ისევ ფიქრები მიპყრობს,
მოგონებების ზღვაში....
წვიმა...ვარდები...მთვარე...
რაღაცა ჩემი მსგავსი...........

2007.01.28

....ჩემეული....

მიყვარს წყვდიადი...ღამის სიჩუმე...
შენთვის ვცოცხლობ და შენად მიგულე...

მხიბლავს რიჟრაჟი,შემოღამებაც
და ნაზ_გრძნობების დადუღაბება...

მინდა ყველასგან უბრალოება...
ასე უბრალოდ_შენთვის ცხოვრება...

თუკი დავლაშქრე ეს არტახები,
სულში მალულად ჩაგეხატები...

იღვენთებიან დროის სანთლები...
შენ მზის სხივებად ათინათდები...



2007 წ.

* * * (წვიმა წკარუნებს ფანჯრებთან... )

წვიმა წკარუნებს ფანჯრებთან...
საათის წიკწიკებს ისარი...
მინდოდა რაღაც მომეთხრო,
მაგრამ დამთავრდა მირაჟი...
მაინც გაისმის ხმაური...
ვგრძნობ,რომ რაღაცა მაკლია..
მიდიან სწრაფი ნაბიჯით
და სულ მტოვებენ დარდიანს...
სიჩუმედ იქცა არენა,
ცხოვრება მაინც ფანდია...
მიიჩქარიან ზეცისკენ,
მიწას ტოვებენ ნამიანს...
წუთია სივრცედ ქცეული,
წუთში ათასი წამია...
ფეხით თელავენ ღირსებებს,
გრძნობებს გვიძღვნიან დაღიანს...
წკარუნებს ისევ წვეთები...
სულს კვლავ რაღაცა აკლია...
წამია სივრცედ ქცეული,
მე კი მტოვებენ დარდიანს...

2007.01.21

მ.ე.ნ.ა.ტ.რ.ე.ბ.ი.

მენატრები...
ვარსკვლავებმა დამიმონა...
მენატრები...
როგორ უცებ გაგვპარვია ზამთრის თოვა...
მონატრებაც დაიღალა...
როდის მოვა სანატრელი შემოდგომა...
შუაღამეს ჩამოაწვა დატანჯული წლების გროვა...
სული ისევ დამიმძიმდა...
ჩემთან ისევ უშენობის სევდა მოვა...
ვარდობისთვეც მიილია...
ცრემლების ზღვა გადმოეშვა...
მოგონებებს ვერ ვეხსნები...ირგვლივ ყველამ მიმატოვა...
შენთან ერთად ფიქრის ღამე ჩამოეშვა...
ხედავ როგორ ამატირა უშენობამ?!.
ფიქრი ისევ ფიფქად მოვა...

ცისფერ თვალებს არ სჩვევია მარტოობა...

ნუთუ ისევ დაათოვა მოგონებებს მონატრებამ...
ნუთუ ისევ მიმატოვა... ... ...

2007.01.18

მარტი...აპრილი...გამაისება...

ხვალაც დღესავით გაიაპრილებს...
აფეთქდებიან ატმის რტოები...
გრძნობები მაინც გაინაპირებს...
შევრჩებით აპრილს ჩვენ,მარტოები...
მარტი გაგვიღებს დარაბებს ალბათ,
იმედით მალე გაიმაისებს...
გადავურჩები ამ ბედკრულ ზამთარს
და შენ გაჩუქებ ედელვაისებს...
ეს სურნელია სიცოცხლის ძალა...
ვარდიც დაითვლის მალე აისებს...
იქნება გნახო აპრილის გაღმა
და ვეტრფიალოთ ერთად დაისებს....
......მარტი...აპრილი...გამაისება.........



2007.01.13

ცისფერი თოვლი

ისევ მარტო ვარ...ცისფერი ზოლი
თვალს არ მაშორებს...დღე და ღამ დამსდევს...
მე მიყვარს მთებზე ცისფერი თოვლი
და სიცისფრეში ფერთა სინაზე...
ჩვენი ცხოვრებაც ფერთა ასხმაა,,,
მას ეს სიშავე ვერ შეაჩერებს...
ვტოვებ უჩუმარ ნაკვალევს თოვლზე...
თოვლი ხომ მუდამ შენს თავს მახსენებს...
ჩემი თვალები მოგელის მგონი...
ისიც ცისფერი...ნაზი...ქათქათა...
მიყვარს ფიქრები...აპრილის თოვლი...
და ამ თოვაში შენი დანახვა.............

2007.01.11