უსათაურო....

თოვლმა მომიტანა მიმქრალი სურნელი...
მთვარეც,ღამეული,ჩემი ცვარ-ცრემლია...
ქუჩაში მიმოქრიან უცხო სხეულები...
ეს ალბად სიცისფრის ბრმა ანარეკლია.....
ღამე წაბორძიკდა დილის გზა-ტ-კეცილზე...
ლოდებზე თავმოკლული თეთრი ვერხვებია...
აისებს ჩამოერქვათ ჩვეული -"მოცისფერო"...
დღითიდღე ჩემი სულის ყრუ გარიჟრაჟია...
ფიქრით დავაშენებ მთვარის საფეხურებს...
ღამე სულის სარკის ჩუმი ბწკარედია....
თეთრო ანგელოზო,ხელი შემაშველე...
თორემ დედამიწას ბევრი ბზარები აქვს....
ნაზი სიმფონიის წვიმებს აღარ ვისმენ...
ცხოვრება,უარაფრო,ფერებნარევია....
მინდა სივრცისაგან თვალები გადავმალო....
ფიფქები ცისფერი ცის თეთრი ხელებია....
ღამის საუფლოდან მთვარე გამოვხიზნე...
მიწა უკვე ზეცის მომცრო საფერფლეა....
სულის ანგელოზო,ვეღარ განგერიდე....
რადგან დედამიწა ერთი ბწკარედია....


19 დეკემბერი, 2008

0 коммент.:

Отправить комментарий